სიახლეები
საქართველოს უნივერსიტეტი წელს პირველად, ბათუმში დამსვენებლებს უპრეცენდენტო სიახლეს - სანაპიროს ბიბლიოთეკას სთავაზობს. პროექტის მიზანია წიგნის კითხვის პოპულარიზაციას შეუწყოს ხელი. ნებისმიერ მსურველს საშუალება აქვს უფასოდ ისარგებლოს წიგნების მრავალფეროვანი არჩევანით და ამით საკუთარი დასვენების პერიოდი კიდევ უფრო სასიამოვნო, საინტერესო და სასარგებლო გახადოს.
ბიბლიოთეკაში წარმოდგენილია სხვადასხვა ასაკისა და გემოვნების მკითხველზე გათვლილი ლიტერატურა. მათ შორის ბესტსელერები, საბავშვო ლიტერატურა და საქართველოს უნივერსიტეტის გამომცემლობის პროდუქციაც.
სანაპიროს ბიბლიოთეკა მთელი აგვისტოს განმავლობაში ხელმისაწვდომია დამსვენებლებისთვის.
საქართველოს უნივერსიტეტი პირველი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც დამსვენებლებს სანაპიროს ბიბლიოთეკას სთავაზობს.